გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია საერთაშორისო მედია პლატფორმებზე გრძელდება

3-12-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი მედიასაშუალებების გამოყენებით გრძელდება.


ნოემბერ-დეკემბერში Conde Nast-ის ოთხ ონლაინ გამომცემლობაში: Vogue France, Conde Nast Traveller UK, Conde Nast Traveller Spain და Architectural Digest Germany საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტო რეპორტაჟები მომზადდა.


"5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში" ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს. სტატიების პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე სპეციალური პოსტები იტვირთება საქართველოს შესახებ, სადაც ე. წ. „სთორი" და მოკლე ვიდეო რგოლებია განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულებაა აღწერილი. მრავალენოვან სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები, მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს საქართველოში არსებულ სამთო-ბილიკებს, რომელიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებს მოიცავს.


სტატიებში აღწერილია სპა-კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.


ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდა.
კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930