გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი

3-12-2021

„ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა“ - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხათუნა სამნიძის კითხვის პასუხად.


მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც ამბობს, რომ რომ ქართველების წმენდა განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ამ ტერიტორიებზე და რომ ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ.


„ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა, რომ ქართველების წმენდა განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ამ ტერიტორიებზე, რომ ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი დევნილი შვილები, მათ შორის ჩემიც, ერთ დღეს იქ უნდა დაბრუნდნენ და რომ ეს სამართლებრივი დოკუმენტი იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი ინსტრუმენტი და არა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც ჩვენ 2008 წელს ვიხილეთ, როცა გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოგვამწყვდია რუსეთის მიერ წამოწყებულ საშინელი ომის მარწუხებში და ჩვენ იქ ჩავდეთ ჩვენი სიცოცხლეები, ჩავდეთ ჩვენი დამატებითი დაკარგული ტერიტორიები და ა.შ. ეს არის ეს გუნდი, რომელიც გულწრფელად ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930