7-06-2018
თურქი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბულში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს მათ მიერ მაღაზიაში სამუშაოზე აყვანილი ორი ქართველი თავს დაესხა. თავდამსხემელებმა ცოლ-ქმარს ხელ-ფეხი შეუკრეს და თავზე პოლიეთილენის პარკები ჩამოაცვეს. ინციდენტის დროს მაღაზიის მეპატრონე გარდაიცვალა, მეუღლე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქმა სამართალდამცველებმა წამებისა და მკვლელობის ბრალდებით ერთი თავდამსხემელი უკვე დააკავეს, მეორეს კი ამ დრომდე ეძებენ.