გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შსს-ს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა

7-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 540 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.


უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა საკვანძო ელემენტს წარმოადგენს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის და პოლიციელებს დაეხმარება, რომ მათ შემთხვევის ადგილიდან რეალურ დროში მიიღონ და გაცვალონ ინციდენტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.


როგოც შსს-ში აცხადებენ, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს რისკების, საფრთხეებისა და დანაშაულის ტენდენციების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პლანშეტური კომპიუტერების გადმოცემა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის დანერგვას, რაც სამომავლოდ პოლიციას დანაშაულის უფრო ეფექტიანად გამოძიებაში, პრობლემის ადრეულ იდენტიფიცირებასა და დანაშაულის პრევენციაში დაეხმარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031