გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორი სტუდენტებს შეხვდა

7-06-2018

სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი კახა სამხარაძე, გუბრენატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე და საჯარო პოლიტიკის საკითხებში გუბერნატორის კონსულტანტი ერასტი საბანაძე, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდენენ.

შეხვედრაზე მოხდა პროქეტის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის პოტენციალის გამოვლენას. აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს, ერთგვარ ექსპედიციას, რომლის დროსაც მოხდება ტურისტული ობიექტებისა და ისტორიული ძეგლების მონახულება, მოსახლეობასთან შეხვედრა და ადგილზე პოტენციალის, პრობლემატური საკითხების გამოვლენა.

ვიზიტის დროს განხორციელდება სპორტულ-კულტურული, დასუფთავების ღონისძიებები. პროქტში მონაწილეობას მიიღებენ სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.

მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა, ჩვენი ძალით , ჩვენი ხელებით განვავითაროთ რეგიონი.- განაცხადა კახა სამხარაძემ.

სამხარეო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პროექტი მართლაც, რომ დროული და საქმიანია. სტუდენტების ჩართულობა, პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი პატივია-აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.

სტუდენტებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულება პროექტისადმი, მადლობა გადაუხადეს მხარის გუბერნატორს კახა სამხარაძეს და გამოთქვეს მზად ყოფნა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031