გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის - John Deere წარმომადგენლებს შეხვდა

8-12-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის - John Deere წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრას კომპანიის John Deere აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ახალი ხელმძღვანელი ალექსეი კუზნეცოვი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.


მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნო. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას აძლევს.


გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას.


„ვფიქრობ, კომპანია „John Deere“ მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის მეტ შესაძლებლობას მისცემს და დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხიან დამუშავებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930