გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გაუმჯობესდა

8-12-2021

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა.
განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი B+ სტაბილური გახდა. პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგი BB ,,ნეგატიურია“ და კომპანიის რეიტინგის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა სუვერენულ რეიტინგს ენიჭება, რკინიგზის ბოლო დროინდელი წარმატებული ოპერაციების შედეგად, სარეიტინგო ორგანიზაციამ პროგნოზი მაინც გააუმჯობესა.


შეგახსენებთ, რომ S&P Global-ი რამდენიმე ათწლეულია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930