8-12-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.
მემორანდუმის ფარგლებში,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით, ორგანიზაცია განახორციელებს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ვეტერანების სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქველმოქმედო ღონისძიებებს _ შშმ ვეტერანებს გადასცემს შშმ პირებისთვის განკუთვნილ ეტლებს, პერიოდულად განახორციელებს მონიტორინგს, ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გააგზავნის საჭირო აპარატურითა და მედიკამენტებით აღჭურვილ სამედიცინო ბრიგადას.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაციას "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" შორის ეს პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არ არის. უწყება, ასოციაციასთან, რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, სამსახურთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; ხონში, წყალტუბოში, სიღნაღში, ნიქოზში, ვაზიანში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასოციაციის ძალისხმევით, მრავალპროფილური მედიკოსთა გუნდის მიერ, უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ; 150- მდე შშმ ვეტერანი კი _ ეტლ-სავარძლებითა და გადაადგილებისათვის საჭირო, სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით იქნა უზრუნველყოფილი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თავმჯდომარემ, მაია კვეზერელმა-კოპაძემ. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 1-ელ იანვრამდე.
16-11-2024
16-11-2024