გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის წამებაზე საუბარი არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის

9-12-2021

უნდათ, რომ სიტყვა წამება აქციონ ისეთი რამის გამომსახველად, რაც ყველაფერია წამების გარდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„თუ აინტერესებთ რა არის წამება, ჰკითხონ თავიანთ მაშინდელ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პენიტენციურ სისტემებში მუშაობდნენ. წამება არის ის, რაც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე და წამება იყო ის, რის გამოც ის 10 000 ადამიანი მიდიოდა შუაღამეს ნოტარიუსთან და სახელმწიფოს „ჩუქნიდა“ მთელი ცხოვრება ნაგროვებ ქონებას. ეს ხდებოდა წამების საფუძველზე, მაგრამ სააკაშვილის წამებაზე საუბარი და ის, რაც დღეს ხდება, არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის, მათ მომხრეებშიც კი. მათ მხარეს რამე სიმართლე მაინც რომ იყოს, ისინი კარგად შეფუთავდნენ ამ სიმართლეს. პიარი ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930