გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალან რასმუსენი: დღეს ძალიან გვჭირდება ციფრული ტრანსფორმაცია, ამ პროცესში MVNO განვითარება მნიშვნელოვანი

9-12-2021

ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმზე, პანელზე - „ვირტუალური მობილური ოპერატორების დაბრკოლებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ ევროკომისიის დამოუკიდებლემა ექსერტმა ალან რასმუსენმა ქართული სატელეკომუნიკაციოს სფეროს წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. ალან რასმუსენი ამავდროულად ტექნოლოგიური მედია და საკომუნიკაციო მომსახურებების საკონსულტაციო კომპანია YOZZO- ს დირექტორია, რომელიც MVNO ბაზრის და ეკოსისტემის განვითარებაზე ფოკუსირდება და მჭიდროდ თანამშრომლობს ტელეკომ სექტორთან. რასმუსენის განცხადებით,MVNO ები პირველ რიგში არიან ქსელური ოპერატორების ბიზნეს პარტნიორები რომლებიც დიდ ოპერატორებს შესაძლებლობას აძლევენ რომ ქსელის რესურსზე დაშვებით ოპერატორებმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ვირტუალური ოპერატორები ბაზრის სვა მონაწილეებზე უკეთ ფლობენ ინფორმაციას კონკრეტულად რა სახის სერვისები აინტერესებს მოხმარებელს და არ ფოკუსირდებიან ქსელზე.


„პანდემიამ განსაკუთრებით ცხადყო რომ დღევანდელ დღეს სატელეკომუნიკაციო სერვისები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისეთივე განუყოფელი მაგალითად როგორც ელექტრო ენერგია. ამასთან ტელეკომის სპეციფიკიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია რომ მობილური სერვისები მოვარგოთ ნებისმიერი მომხმარებლის და მომხმარებელთაჯგუფის ინტერესს. სწორედ ასეთ ინფორმაციას ფლობენ MVNO ები ბაზარზე. ვირტუალური ოპერატორები მაგალითადფოკუსირდებიან სხვადასხვა ინტერესთა ან ასაკობრივ ჯგუფებზე რომელთაც აქვთ გამოხატული სპეციფიური მოთხოვნები. შესაბამისად, MVNO ები ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის საჭირო და ხელმისაწვდომ მომსახურებებს ქმნიან, რაც თავის მხრივ მოსახურების ახალ ნიშებს აჩენს და ზრდის ეკონომიკას.- განაცხადა geoIGF-ზე ალან რასმუსენმა.


მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ ვირტუალურ ოპერატორებს არ ჭირდებათ საკუთარი ინფრასტრუქტურა და არ აქვთ დიდი ხარჯები, მათ აძლევთ იმ უპირატესობას რომ უკეთესად შეისწავლონ პროდუქტები და შექმნან შეთავაზებები უფრო ხელმისაწვდომ და კონკურენტულ ფასად.


„ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ ამერიკის, და ევროპის ბაზარს, სადაც ბევრ უკეთესი მაზაობა აქვს ციფრული ტრანსფორმაციისთვის და იქ ციფრული ეკონომიკა დინამიურად ვითარდება. საინტერესოა რომ საერთაშორისო ბაზარზე ბევრი წელია არსებობს MVNO, მაგრამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მან ახალი მიმართულებები შეიძინა. რაც ბოლო წლებმა ცხადყო- დღეს ყველას ძალიან გვჭირდება ციფრული ტრანსფორმაცია - ამ პროცესში კი როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, მნიშვნელოვანი როლი აქვთ MVNO ებს. ვირტუალურ ოპერატორებს როგორც აღვნიშნეთ შეუძლიათ კარგად შეისწავლონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საჭირო ციფრული სერვისები და შესთავაზონ ისეთი მომსახურებები რომლებიც ეკონომიკის ამ სექტორის გაციფრულებას დააჩქარებს. ასვე გამოცდილება აჩვენებს რომ ვირტუალური ოპერატორებს აქვთ დიდი გამოცდილება ინოვაციური სერვისების და ნიშების ასათვისებლად. დღეს იმ ქვეყნებში, სადაც 5G ტექნოლოგია უკვე არსებობს, MVNO მოდელებს კიდევ უფრო ეფექტურად იყენებენ დიდი საწარმოები თავისი ბიზნეს ინტერესებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერ მომენტში MVNO თვის დაშვებას და ხარისხს ბაზარზე ქსელური ოპერატორი განსაზღვრავს“ განაცხადა პანელზე ალან რასმუსენმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930