8-06-2018
“უკრაინელმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უპასუხა მას შემდეგ, რაც რუსმა ლიდერმა მისი სახელი ავსტრიის ტელეარხისადმი მიცემულ ინტერვიუში ახსენა. ოდესის ექს-გუბერნატორმა საპასუხო განცხადება ფეისბუქში თავის კედელზე გამოაქვეყნა”-ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს ეხება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
მიხეილ სააკაშვილმა დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის წლებში წარმატებებიც ბევრი ნახა და წარუმატებლობაც - მის ცხოვრებაში იყო აღმაფრენაც და იყო დაცემაც... იგი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო, მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო. შემდეგ იგი უკრაინის ოდესის ოლქს ხელმძღვანელობდა, მეგობრობდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, მაგრამ აქაც საბოლოოდ იძულებული გახდა თანამდებობიდან წასულიყო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისათვის „პერსონა ნონ-გრატად“ და მის მთავარ მოწინააღმდეგედ გადაიქცა.
რით არის დღეს დაკავებული ეპატაჟური უკრაინელი პოლიტიკოსი, არავინ იცის. თუ მისი ფეისბუქ-გვერდის მიხედვით ვიმსჯელებთ, ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი ყურადღებით ადევნებს თვალს იმ ახალ ამბებს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან და რუსეთთან. მას არ ავიწყდება კომენტარების დაწერაც და ცხადია, არ შეეძლო გვერდი აეხვია რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუსათვის.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ავსტრიელ ტელეჟურნალისტთან საუბრისას რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერებს შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ იგი არ დაუშვებს ქვეყის პოლიტიკურ არენაზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი მსგავსი კლოუნების გამოჩენას. „ვლადიმერ პუტინი კი ჩემს გამო არ ისვენებს“, - თავხედურად განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა. იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერი ძალიან ნერვიულობს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს „მთელს რეგიონში, საკუთარი თავისთვის მთავარ საფრთხედ“ განიხილავს.
საინტერესოა, რით შეიძლება რუსეთის პრეზიდენტს დაემუქროს და საფრთხე შეუქმნას იმ პოლიტიკოსმა, რომელმაც ვერცერთ თანამდებობაზე ყოფნა ვერ შეძლო, მიხეილ სააკაშვილს არ დაუზუსტებია. ნიშანდობლივია, რომ ვლადიმერ პუტინმა ინტერვიუში მისი სახელი სწორედ მოსახლეობის სუსტი მხარდაჭერისა და ნდობის დაბალი დონის კონტესტით ახსენა.