გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
შალვა ნათელაშვილი: სააკაშვილის რეჟიმი მე დავამარცხე, რითაც ივანიშვილმა ისარგებლა

11-12-2021

სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა შალვა ნათელაშვილმა და "ლეიბორისტულმა პარტიამ", ჩვენ მოვუსპეთ იდეოლოგიურად მას ქვეყნის შიგნით თუ რამე ავტორიტეტის მსგავსი ჰქონდა - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"როდესაც ივანიშვილები, ძიძიგურები, ხიდაშლები, ბეძენიშვილები და მთელი ეს კამარილია, მიშა სააკაშვილთან იყო ნაცმოძრაობაში, ახდენდნენ "ვარდების რევოლუციას" და ძალაუფლების უზურპაციას,მარტო ჩვენ ვიბრძოდით.


2005 წელს, როდესაც ვიზიტად პატივცემული ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, 10 ათასი კაცი გამოვიყვანე რუსთაველზე, გზა გადავუკეტე და არ გავატარე მსოფლიოს პირველი სახელმწიფოს ლიდერი. ეს ხომ ახსოვს ისტორიას?...


ეს არ ვიკმარე და როდესაც აშშ-ში პრეზიდენტის სასახლის წინ მიტინგებს ვატარებდი, ჩემ გამონათქვამზე - "დაუნ ვი დიქტეიტე" სიცილით კვდებოდნენ. ერთი ჩავიდნენ, ვინმემ გაბედოს და იქ ერთი დაიკნავლოს.


როდესაც ევროპის სასამართლოში სარჩელებს ვიგებდი და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად ვცხადდებოდით, ესეც ხომ ფაქტია.
სტრასბურგის სასამართლოში ეს ოფიციალურადაა აღიარებული.


აი, სწორედ მაშინ შეერყვა სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტეტი და მაშინ უთხრეს მას დასავლეთიდან, რომ შენ პოლიტიკაში ვერ დარჩები!
შედეგებით კი ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი უპირატესობით, რომელიც მას ჰქონდა - მწვანე დოლარები. მე არ მაქვს ეს მწვანე დოლარები და მომკალით" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930