გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის რეგიონში მცხოვრები ვეტერანებისთვის აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრმა 120-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია გამართა

12-12-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აჭარის ა/რ მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები) ჩაატარეს.


კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ სამსახურის 100-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და სასწრაფო სამედიცინო გადადუდებელი სამსახურის თანამშრომლებმა.


აქციის მიმდინარეობას, ადგილზე დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 120 საქველმოქმედო სამედიცინო აქციების ფარგლებში, უფასო სამედიცინო მომსახურება 11 170-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწიეს.


მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930