გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
გია ბარამიძე: ზურაბ ჟვანიას ხსოვნის წინაშე მართალი ვარ; ვარ ზურას მეგობარი და ვიქნები!

14-12-2021

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გია ბარამიძის განცხადებით, ის საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ხსოვნის წინაშე მართალია.


"მე ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ზურას ხსოვნის წინაშე და მისი ოჯახის წინაშე მართალი ვიყავი და ვარ.


ზურას მეგობარი ვარ და ვიქნები, ყოველთვის დავიცავ მის ინტერესებს" - აცხადებდა გია ბარამიძე.


საქართველოს ყოფილი პრემიერი, ზურაბ ჟვანია საეჭვო ვითარებაში 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.


გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა, თუმცა ექსპრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.


P.S.მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30