17-12-2021
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამჟამად რამდენიმე მუხლით ბრალდებული და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს ფიქრობდა, რომ საქართველოში მისი დაბრუნების შემთხვევაში, მოსახლეობის მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლება იძულებული გახდებოდა და მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს გააუქმებდა. უფრო მეტიც, მოქალაქეობასაც დაუბრუნებდა.
ეს განცხადება სააკაშვილმა ჯერ კიდევ ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს, მაშინდელი "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
"იმ მომენტისთვის, როცა მე საქართველოში დავბრუნდები, ხალხი ხელისუფლებას ჩემ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესაც გააუქმებინებს და ასევე გააუქმებინებს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასაც.
ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე როცა ჩამოვიდა, არც ივანიშვილი ყოფილა მოქალაქე, როცა დარბოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა და საქართველოს ლიდერი გახდა.
მოქალაქეობა დამაბრკოლებელი არავისთვის ყოფილა და რაღა ჩემთვის გახდება" - აცხადებდა სააკაშვილი.