20-12-2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოლო 5 წლის განმავლობაში თსუ პროფესორების, მეცნიერების, მკვლევრების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული წიგნები.
თსუ-ის შვიდივე ფაკულტეტისა და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, აგრეთვე, თსუ ბიბლიოთეკის მიერ აღნიშნულ პერიოდში გამოცემული 800-მდე წიგნი მეცნიერების სხვადასხვა დარგის სხვადასხვა მიმართულების უახლეს კვლევასა და აღმოჩენებს ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილი ლექსიკონები, ენციკლოპედიები, ატლასები არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც დააინტერესებს.
ღონისძიების ფარგლებში ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ დროს მოაწყობენ რამდენიმე უახლესი გამოცემის პრეზენტაციას.
16-11-2024
16-11-2024