11-06-2018
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაიჭრა.
დაშავებულთაგან ერთ 41-ის, ხოლო მეორე 25 წლის მამაკაცია.
„ერთ აღენიშნებოდა ჭრილობა მუხლის არეში. მეორე პაციენტს აქვს სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები.
არცერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არაა. ამჯერად პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“- განაცხადა ექიმმა.
გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.