გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

11-06-2018

ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები 5 ათასლარიან გირაოს ითხოვდნენ.
საქმეზე შემდეგი სხდომა 30 ივლისს ჩაინიშნა.
„პროკურატურამ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო საჭირო პატიმრობის გამოყენება და სხვა ნაკლებად მძიმე ღონისძიების გამოყენებით, რატომ ვერ იქნებოდა აღმკვეთი ღონისძიების მიზანი მიღწეული. ასევე, როგორც ქართული კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი აუცილებლობა და არავის არ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლების უფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე“- განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი შაბათს დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031