გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, გზების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

23-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე შიდა საუბნო გზების წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის თოვლის საფარისგან გაწმენდილია ღების, ჭიორის და გლოლის სოფლებში შიდა საუბნო გზები.


23 დეკემბერს აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.


გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031