გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მშვენიერაძე: კარვებით ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა

11-06-2018

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვა, მაშინ როდესაც აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ ქმნის, უკანონოა.
ამის შესახებ მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს.

„1. კარვებით ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა, მაშინ როცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა ამის აუცილებლობას არ წარმოშობს, უკანონოა.
2. კარვების განთავსება ქვეითთა სავალ ნაწილზე, მიუხედავად აქციაში მონაწილეთა რაოდენობისა აბსოლუტურად კანონიერია და შეკრება-მანიფესტაციის უფლებითაა დაცული“- წერს მშვენიერაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031