გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

27-12-2021

დარიალის ხეობაში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი,“ ასევე, საგანგებო რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიურ ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ირჩევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, აღნიშნული პუნქტის გავლით, ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება მიმდინარეობს.

26 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა (თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელის, 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება შეძლეს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან სრული კოორდინაციით ხდება საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი.


საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ, ინფორმაციას შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930