გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

11-06-2018

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მერაბ მორჩაძესა და მირზა სუბელიან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით, ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით მოწმის მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულ მ.მ.-ს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება. მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას შეცვლიდა და გ.ჯ.-ს დანაშაულში არ ამხელდა, მატერიალურად დაეხმარებოდა მას და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. 
მ.მ. 2018 წლის 8 ივნისს, ხოლო მ.ს. 2018 წლის 9 ივნისს იქნა დაკავებული. მ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), მ.ს.-ს კი 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა. 
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031