გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს სისტემურ პრობლემას ქმნის

29-12-2021

საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ინსპექტორის სამსახურს ერთად არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.


„ხდება ამ სტრუქტურის ინსტიტუციური გასწორება და გაჯანსაღება. კანონპროექტის მიხედვით ეს სტრუქტურა ორ სამსახურად იყოფა“, - განმარტა დავით მათიკაშვილმა.


პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის ინიციატივას მხარი დაუჭირა.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი, რომელიც უწყების თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, შესაძლოა, გადაიხედოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30