12-06-2018
თბილისის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა კოლმეურნეობის მოედნის, არაყიშვილის II ჩიხის, თაბუკაშვილის, ვეკუას, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბერიაშვილის და გახოკიძის ქუჩების, 10 საათიდან 14 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების, 11 საათიდან 15 საათამდე სააკაძის მოედნის, კოსტავას, ხვიჩიას, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ზოვრეთის და მგალობლიშვილის ქუჩების, 11 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ხოლო 15 საათიდან 16 საათამდე აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მაცხოვრებლები.