გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიკოვიდ ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა

30-12-2021

დღეიდან, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ,,იუნიქის“ შემდეგ, მედდიაგნოსტიკის კოვიდ ტესტირების პუნქტი ამოქმედდა. მგზავრებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრს სამი სახისCovid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19 ის PCR ტესტ, რომლისღირებულება 200 ლარია და პასუხს გზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე, ტარდება:Covid -19 ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში) ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19 ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში) ფასია -120 ლარი.რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19 ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით - 30 ლარი ღირს.


რაც შეეხება ,,იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება იუნიქში - 40 ლარი; PCR ტესტი - 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930