გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა

30-12-2021

პროექტი მიზნად ისახავს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროპული ქსელების გაძლიერებას და ამ კუთხით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას.
ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელი EU-HYBNET აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, პრაქტიკოსებს, აკადემიებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი პარტნიორების მასშტაბით.


პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას კვლევის, ინოვაციებისა და საკითხის ირგვლივ ცნობიერების პერმანენტული გაზიარების გზით.


ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში საყურადღებოა კიბერუსაფრთხოების ელემენტის მნიშვნელობა, შესაბამისად პროექტის ოთხი ძირითადი თემატიკიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოდგენილია კიბერი და მომავლის ტექნოლოგიები.


სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების გზით ხელს შეუწყობენ კიბერელემენტის სათანადო ინტეგრირებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031