11-06-2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში ხვალ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს შეეხება.
შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.