გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში სასურსათო დახმარების დარიგება მიმდინარეობს

31-12-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა უკიდურესად შეჭირვებულმა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებმა წინასაახალწლოდ მორიგი სასურსათო დახმარება მიიღეს.


მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.


აღნიშნულ დახმარებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში მოქმედი პროგრამით მოსარგებლე 238 ოჯახი, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული 100 ოჯახი მიიღებს.


გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი ბიზნესმენის ბიძინა გოზალოვის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფქვილით და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით დახმარება გაეწევა ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ 50 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930