გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაქსიმ შევჩენკო: სააკაშვილი ხელისუფლებაში იგორ ივანოვმა მოიყვანა

12-06-2018

რუსმა პუბლიცისტმა და პოლიტოლოგმა, მაქსიმ შევჩნენომ რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში სკანდალური განცხადება გააკეთა.


მისი თქმით 2003 წელს, ე.წ. "ვარდების რევოლუციის" დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი თბილისში არა ედუარდ შევარდნაძესთან, არამედ მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებაში მის მოსაყვანად ჩამოვიდა.


"მოკლედ რომ გადავხედოთ რუსულ-ქართული პოლიტიკის ისტორიას, დავინახავთ, რომ გაუგებარია, რით ხელმძღვანელობდა რუსეთი საქართველოსთან მიმართებით. ზვიად გამსახურდია ღირსეული ადამიანი იყო. მას არასდროს უთქვამს - საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო. ზვიადი, სხვათა შორის, ჯორჯ ბუშ-უფროსის წინააღმდეგ გამოდიოდა.


ზვიადი დაამხეს და მოკლეს იმათ, ვინც მოსკოვში 1990-იანი წლების დასაწყისში ლიბერალურ-კორპორატიულ პოლიტიკას აყალიბებდა. ზვიად გამსახურდია აფხაზეთის ომის მოწინააღმდეგე იყო, იგი ცდილობდა აფხაზებთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. თენგიზ კიტოვანი, სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ზვიადი დაამხო, იგი ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ჯაბა იოსელიანმა ედუარდ შევარდნაძე ჩაიყვანა თბილისში. საწყალი ედუარდი დაამხეს, მის ნაცვლად კი იგორ ივანოვმა მიხეილ სააკაშვილი მიიყვანა ხელისუფლებაში... ანუ ივანოვი ედუარდ შევარდნაძესთან კი არ ჩასული, არამედ ფაქტიურად, მიხეილ სააკაშვილთან. რუსეთის ხელისუფლებამ თვითონ შექმნა თავისი მტრები და ახლაც ასე აგრძელებს"-განაცხადა შევჩენკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031