გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: როგორც კი საჭიროა მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას, მივატოვებ ყველაფერს და დავბრუნდები

12-06-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.
მისი თქმით, გუშინ განაცხადეს, რომ თითქოს შს მინისტრის მოადგილემ მას კარვების აღების სამართლებრივი საჭიროება განუმარტა, რაზეც სარალიძისგან თანხმობა მიიღო.
ამის შესახებ სარალიძემ გენინსპექციაში შესვლამდე განაცხადა.
„მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი. გახარიას გადაცდომა არ იყო გუშინ? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა და გამოაცხადეს, რომ ტერორისტები შემოსულანო? ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე ამაზე რატომ არ მცემენ პასუხს? 
საბანაძეა თუ ვინ, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თურმე მე შემხვედრია, უთქვამს, კარვები უნდა ავიღოთო, განმიმარტა სამართლებრივად და მე დავთანხმებივარ. სად შემხვდა, სად დამირეკა, რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი?
როგორც კი საჭიროა მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას მივატოვებ ყველაფერს და დავბრუნდები“- ამბობს სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ სარალიძე გენინსპექციაში დაკითხვაზე მივიდა. საქმე, სხვა საკითხებთან ერთად, საქალაქო სასამართლოს სასადილოში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31