12-06-2018
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
"112"-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ "112"-ის "ფეისბუქის" გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით“- ნათქვამია განცხადებაში.