გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
სააკაშვილი ამ ხელისუფლებას დაბრუნებიდან სამ თვეში დაამარცხებს - რას იმედოვნებდა ვანო მერაბიშვილი

13-01-2022

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი იმედოვნებდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, წლების განმავლობაში ძებნილი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამ თვეში დაამარცხებდა.


როგორც მერაბიშვილმა ჯერ კიდევ მისი პატიმრობის დროს განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარებაში გადამწყვეტ როლს კიდევ ითამაშებს.


„დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა არ არის დასრულებული.


ის კიდევ ითამაშებს გადამწყვეტ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის.


როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, სამ თვეში შეძლებს ამ ხელისუფლების დამარცხებას“ - აცხადებდა ვანო მერაბიშვილი.


საქართველოს ექპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში სატვირთოს საბარგულში დამალული 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და ის დღემდე პატიმრობაში იმყოფება.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE- ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით


P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031