გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხულოში, სოფელ განახლებაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება

13-01-2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოსა და შუახევში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოსა და შუახევში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
 
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლებაში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად იქნება ადაპტირებული. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სამუშაოები, ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
 
შუახევში მოსწავლე - ახალგაზრდობის და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა სრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სახელოვნებო ცენტრი. შენობაში მოეწყობა სააქტო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი სივრცე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31