გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კამპანია ,,აცრის მარათონი" გრძელდება

14-01-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კამპანია ,,აცრის მარათონი" გრძელდება.


საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის აუცილებელობის შესახებ ესაუბრნენ.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარათონი შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება და პროექტის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს კვალიფიციური ინფორმაცია იმუნიზაციის შესახებ.


"სუფსაში ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ვაქცინაციის ჩატარების სურვილი, რამდენიმე ოჯახშიც აიცრა. იმუნიზაციის პროცესი ადგილზე კვლავაც გაგრძელდება.


შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვახო გველებიანი, დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონული განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების ეპიდემიოლოგი, წითელი ჯვრის ლანჩხუთის წარმომადგენელი და ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ესწრებოდნენ" - აცხადებენ მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031