გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვაჟა ლორთქიფანიძე: გიორგი თარგამაძეს ჰქონდა მცდელობა, ივანიშვილსა და პატარკაციშვილს შორის განხეთქილება ჩამოეგდო, თითქოს ბიძინას ბადრისთვის ტელევიზიის წართმევა უნდოდა

15-01-2022

საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და ბადრი პატარკაციშვილს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და მათი გზები არასდროს გადაკვეთილა, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლება მათ შორის განხეთქილების ჩამოგდებას ყოველთვის ცდილობდა.საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და ბადრი პატარკაციშვილს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და მათი გზები არასდროს გადაკვეთილა, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლება მათ შორის განხეთქილების ჩამოგდებას ყოველთვის ცდილობდა.


როგორც ლორთქიფანიძემ გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილისა და პატარკაციშვილის დაპირისპირებას ასევე ცდილობდა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გიორგი თარგამაძე.


საინფორმაციო - შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:


"ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. მათი გზები არსად გადაკვეთილა. ორივეს კარგად ესმოდა, რა იყო საკუთარი თავისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია. წინა ხელისუფლებას ამიტომაც ეშინოდა მათი და ამიტომაც იყო, რომ 24 საათის განმავლობაში ფიქრობდნენ, როგორ დაეჯახებინათ ისინი ერთმანეთისთვის. ორივესგან საშიშროებას გრძნობდნენ.


სხვათა შორის, გიორგი თარგამაძეს ჰქონდა მცდელობა, რომ ბიძინასა და ბადრის შორის განხეთქილება ჩამოეგდო, თითქოს ბიძინას ბადრისთვის ტელევიზიის წართმევა უნდოდა.


თუ ვინმემ წაართვა ტელევიზია ბადრის, თვითონ თარგამაძემ წაართვა, უფრო სწორად ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო.ბადრი დამოუკიდებელი პიროვნება იყო, თან ტელევიზია იყო მის ხელში. მას ვერ მართავდნენ, ისევე როგორც ბიძინას" - განაცხადა ვაჟა ლორთქიფანიძემ.


P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით


P.P.S. მასალის გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება აუცილებელია!!!

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930