გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: დღეს წალენჯიხაში, აწ უკვე საკრებულოს დონეზე, გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილება გაუმყარა

20-01-2022

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება წალენჯიხაში გახარიას პარტიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრის კორნელი სალიას დანიშვნას -„ ამხანაგებმა სწორედ გაიგეს ბელადის ბოლო მიმართვა ციხიდან, "საკუთარი" და "რჩეული" საკრებულოს წევრებისადმი და "მიშამაგარიას" მოლოდინი არ გაუცრუეს - წალენჯიხას ნაცების მხარდაჭერით პარტია "საქართველოს" წევრი, კორნელი სალია ჰყავს თავმჯდომარედ.“ 


„საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის საქართველოს სსრ პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის "აბაშის ექსპერიმენტი" ეხსომება უფროსი თაობის ჩვენს თანამემამულეებს. გადის 40 წელიწადი და იმ პარტიის იდეოლოგიური მემკვიდრეები ფართოვდებიან გეოგრაფიულად და დღეს უკვე "ჩხოროწყუს" და "წალენჯიხის" ექსპერიმენტებს უყრიან საფუძველს.


ჩემი საყვარელი სამეგრელო კი მეცოდება, მაგრამ ამაზე მძიმე განსაცდელიც დაუმარცხებია და ამჟამადაც გამარჯვებული გამოვა. დღეს წალენჯიხაში, აწ უკვე საკრებულოს დონეზე, გახარია/სააკაშვილის კოალიციამ "ჩხოროწყუს ექსპერიმენტს" გაუმყარა ჩასახვის ლოგიკური მიზანშეწონილობა.


ამხანაგებმა სწორედ გაიგეს ბელადის ბოლო მიმართვა ციხიდან, "საკუთარი" და "რჩეული" საკრებულოს წევრებისადმი და "მიშამაგარიას" მოლოდინი არ გაუცრუეს - წალენჯიხას ნაცების მხარდაჭერით პარტია "საქართველოს" წევრი, კორნელი სალია ჰყავს თავმჯდომარედ. რა შექსპირისეული ტრაგედიები დატრიალდა ჯერ გახარიას "ბიძინას პროექტის" წარმოჩენის, შემდეგ კი მისი ნაცებთან რაიმე ტიპის კავშირების უარყოფის ირგვლივ. გახარიამ მასზე დაკისრებული ამოცანა - თან შეუსრულა სააკაშვილს, ამავდროულად - ვერც შეუსრულა თურმე.


აი ასეთ პარადოქსს ჰქონდა ადგილი. გახარიას ოცნებისთვის მისი 2020--ის 47%-იანი "უხერხული" ნიშნულისთვის 10-12% უნდა "აეხია", რათა 2021-ის საბოლოო შედეგებში ეს ნიშნული "სარეფერენდუმო" 43%-ის ნაკლებ შედეგზე დაეფიქსირებინა. დავალებად მიღებული 10%-მდე კი "აახია", მაგრამ ის ვერ გათვალა რომ ღარიბაშვილი/კობახიძის შემდგარი ტანდემი, ამ დეფიციტს უმოკლეს ვადაში ამოფხვრიდა - ოცნების სასარგებლოდ იმ ამომრჩევლის რეანიმირებით, ვინც ბოლო წლებში ნიჰილიზმის სენით იყო შეპყრობილი. დღევანდელი ეს უიღბლო მეკავშირე/კოალიციონისტები იმ ხულიგნებს მაგონებენ, საბჭოთა ეპოქაში ტელეფონ/ავტომატით დასარეკად 2-კაპიკიანს ჯერ რომ აგდებდნენ, ხოლო მერე აპარატზე მუშტების დარტყმით ხურდა ფულს აგდებინებდნენ იატაკზე და ამით უზომოდ ბედნიერები რჩებოდნენ“- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031