20-01-2022
აშკარად დაგვიანებული პასუხია. სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე პატიმარ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, წერილს ხელს აწერენ არა შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი, არამედ მათი კაბინეტების/აპარატების ხელმძღვანელები.
„ევროპიდან პატიმარ სააკაშვილისადმი გამოგზავნილ წერილზე:აშკარად დაგვიანებული პასუხია. სავარაუდოდ, სადმე კანცელარიის უჯრაში იყო და იანვარში გაახსენდათ ექს-პრეზიდენტისთვის ციხეში შეგზავნა.წერილს ხელს აწერენ არა შარლ მიშელი (ევროპული საბჭო) და ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისია), არამედ მათი კაბინეტების/აპარატების ხელმძღვანელები. არსადაა ნახსენები სააკაშვილის "პოლიტიკურ პატიმრობაზე/დევნაზე". მხოლოდ დაკვირვება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სამართლიან, გამჭვირვალე სასამართლო პროცესზე. სტანდარტული პასუხია შემოსულ წერილზე. That's it.“ - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.
16-11-2024
16-11-2024