გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ქუჩაში რომ ყვირიან, მათ იმედი უნდა გავუცრუო, ჩემი გათავისუფლების საკითხი არ დგას

23-01-2022

ქუჩაში რომ ყვირიან, მათ იმედი უნდა გავუცრუო, ჩემი გათავისუფლების საკითხი არ დგას, – განაცხადა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“. 


კულტურის მინისტრმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, უშვებს თუ არა ალბათობას, რომ მთავრობის მეთაურმა შეიძლება, განიხილოს მისი გათავისუფლების საკითხი, რასაც 17 იანვარს შექმნილი პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ და რომლის ავტორიც ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.


„ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ ნამყოფი, ექვსი წლის ასაკში და სინამდვილეში, საფრანგეთში დაამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა. იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი. მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია და მეამაყება, რომ ის ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს – ჟორიკ რურუები და სხვა, კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე „ბომბონიერში“ გამოზრდილი ვითომ მეცნიერები.ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება; მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი ამ წუთში განხილვაში არ დგას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930