გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილმა ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო.მონაწილეობა

13-06-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლის იუბილის საპატივსაცემოდ ამერიკულ-ებრაული კომიტეტის მიერ (AJC American Jewish committee) გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო.
„საქართველოსთვის ფორუმში მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ როგორც ამერიკელებს, ასევე ებრაელებს ვესაუბროთ მათი ქვეყნების საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის და პარტნიორობის გაგრძელების აუცილებლობაზე, იმ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს ერთმანეთთან აკავშირებს.


მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.


ფორუმი, რომელიც იერუსალიმში ჩატარდა, გამორჩეული იყო მრავალრიცხოვანი მონაწილით და მასში, ძირითადად, ამერიკელი ებრაელები მონაწილეობდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30