გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წითელი ხიდიდან სარფამდე გადაადგილება 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი

13-06-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის, ასევე ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე გვირაბისა და საავტომობილო გზის მშენებლობაზე.


როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ქარსელაძის თქმით, შესაბამისი სამშენებლო ტენდერების გამოცხადება უკვე ივნისში იგეგმება. პროექტებზე 2 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის დაწყება 2019 წლის იანვრიდან, დასრულება კი 2021-2022 წლებში იგეგმება.


„რიკოთის მონაკვეთი იქნება გარღვევა აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებაში. საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმას, რომ შემცირდება კორიდორის მთლიანი სიგრძე და გადაადგილების დრო. თუ დღეს 7-8 საათია საჭირო წითელი ხიდიდან სარფამდე მონაკვეთის დასაფარად, ეს 4-4.5 საათამდე შემცირდება. ასევე, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარე – რიგ მონაკვეთებში, ფაქტობრივად, გაორმაგდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული გადაადგილება იქნება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა ქარსელაძემ.


რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მონაკვეთს, იგეგმება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომლითაც გადაადგილება სტეფანწმინდის მიმართულებით ნებისმიერ ამინდში იქნება შესაძლებელი.




DROA.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930