გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

28-01-2022

ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 


დღეს დილიდან დაიწყო და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები ონი-შოვის, საგლოლო- ჭიორის და ირის მიმართულებებით. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლებში: ღები, გლოლა, სომიწო, ბარი, საკაო, იწმინდება როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზები.


აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.


შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა. 


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება .

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031