გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ლაცაბიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია ამჯერად რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა

31-01-2022

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია ამჯერად რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიებს ერთი პოლიტიკური მიზანი აქვთ.


„ფორმალურად ორი პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონულად მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკურ მიზანი ამოძრავებს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია გახდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031