31-01-2022
„ეგრე გააგრძელეთ ერთმანეთთან სიყვარული და 2024 ში ქართველი ხალხი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს. გახარია ვინც არის და რაც არის ყველამ კარგად იცის, ახლა მის მომხრეებს მივმართავ - რომ გაჰკიოდით ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც ოცნების და ნაცების დამარცხება შეუძლიაო, ახლა სინდისი ოდნავ მაინც არ გაწუხებთ?“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე რუსთავში გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს.
„გახარიას და სააკაშვილის კოალიცია ოფიციალურად ამჯერად რუსთავში გაფორმდა. უკვე ერთ ორგანიზმად ქცეულმა ამ ორმა სუბიექტმა საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს შეხმატკბილებულად. ეგრე გააგრძელეთ ერთმანეთთან სიყვარული და 2024 ში ქართველი ხალხი გაგცემთ ადეკვატურ პასუხს. გახარია ვინც არის და რაც არის ყველამ კარგად იცის, ახლა მის მომხრეებს მივმართავ - რომ გაჰკიოდით ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელსაც ოცნების და ნაცების დამარცხება შეუძლიაო, ახლა სინდისი ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ხომ დარჩით მანდ ღირსეული ხალხი, გამოდით და ღიად თქვით, რომ მოგატყუათ თქვენმა ბელადმა და პირდაპირ შეეზილა ნაცმოძრაობას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, რომ ყველაფერი მართალი იყო, რასაც თქვენ ბრალდებებს უწოდებდით? ახლა ხომ მაინც გამოფხიზლდებით, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე არ გაჰყვეთ სააკაშვილს?! და ბოლოს, აი ეს პოლიტიკური სიბეცის დემონსტრირებაა,რასაც ბექა ლილუაშვილი აკეთებს. სხვათა შორის რუსთავში იყრიდა კენჭს - სინდისთან მწყრალად ხართ თუ რა გჭირთ? ნაცმოძრაობის დაბრუნებას არ დავუშვებთო ამბობთ და თან კოალიციას უფორმებთ სააკაშვილს? ნამუსი შეგრჩათ საერთოდ? ამის მერე თქვენი სიტყვები რამეს წარმოადგენს? წარმატებებს გისურვებთ გახარიებო მიშასთან პოლიტიკური თაფლობის თვეში...“- წერს ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024