31-01-2022
,,ამ ტუტუც მედროვეებს, 0% - იან ბოკერია/ჩერგოლეიშვილს რომ არ ვუპასუხო, უბრალოდ წარმოუდგენელია! თქვენს არარსებულ რეიტინგს არც მსგავსი ტყუილები და პოპულიზმი უშველის, მაგრამ ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ, პროკურატურამ გაავრცელა დეტალური ინფორმაცია” - წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი წერს, თბილისის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები დღემდე შეკედლებულნი არიან შსს - ს შენობაში და ფიზიკურად, ურთულეს სამუშაო პირობებში არიან.
,,ამ ტუტუც მედროვეებს, 0% - იან ბოკერია/ჩერგოლეიშვილს რომ არ ვუპასუხო, უბრალოდ წარმოუდგენელია! თქვენს არარსებულ რეიტინგს არც მსგავსი ტყუილები და პოპულიზმი უშველის, მაგრამ ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ, პროკურატურამ გაავრცელა დეტალური ინფორმაცია, სადაც შავით თეთრზე წერია 1 - თანხა, რომელიც ახალი შენობისთვის არის გამოყოფილი, ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა. პროკურატურამ, მის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა და ამ რესურსით აპირებს შენობის აშენებას. 2 - რაც შეეხება შენობის საჭიროებას - ქალაქ თბილისის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები დღემდე შეკედლებულნი არიან შსს - ს შენობაში და ფიზიკურად, ურთულეს სამუშაო პირობებში არიან. 3 - თქვე დალოცვილებო, შენების ნგრევად წარმოჩენა და სიკეთის ბოროტებად ჩვენება რომ გინდათ, ამიტომ გაქვთ 0 პროცენტი და ეგებ დაფიქრდეთ, თავი დაანებოთ ტყუილების ტირაჟირებას!” - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024