გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო-ს თავმჯდომარემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო

31-01-2022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.


საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კალანდარიშვილმა შეხვედრები  „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და „გირჩის“ წარმომადგენლებთან გამართა; მოგვიანებით ის ასევე შეხვდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენლებს. ცესკოს თავმჯდომარე მათ დეტალურად ესაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებზე და ინსტიტუციის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების გამარტივების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.


„ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ღია ასეთი კონსტრუქციული ფორმით თანამშრომლობისა და ურთიერთობის. დღევანდელი სამუშაო შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ სხვადასხვა საარჩევნო საკითხზე, ასევე განვსაზღვროთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ ტრანსფორმაციაზე იქნება ორიენტირებული. დღეს ამ შეხვედრების ფარგლებში, ჩვენ სხვადასხვა საარჩევნო საკითხთან ერთად ვიმსჯელეთ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზეც, რადგან დღეს საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება გრძელვადიანი ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ინსტიტუციის მდგრადობას, დამოუკიდებლობის ხარისხის განვითარებას და სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმების განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930