გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს შეხვდა

3-02-2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს შეხვდა.
 
შალვა პაპუაშვილმა სვენ მიკსერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისა და საქართველო მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ანგარიშის შემუშავებაში გაწეული ძალისხმევისთვის.
 
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მნიშვნელოვან როლს ევროკავშირის წევრობის 2024 წლის განაცხადისათვის მომზადების პროცესში. ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის განათლების, უსაფრთხოების და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საპარლამენტო ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
 
სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031