გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს გამომწერთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

3-02-2022

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 1 წელია კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის, Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერია. YouTube არხმა ტექნოლოგიებით დაინტერესებული არაერთი ერთგული მაყურებელიც შეიძინა, რაზეც შთამბეჭდავი შედეგები მეტყველებს.

 

დღეს Fennec Tech Studio-ს YouTube-ზე 10 000, ხოლო TikTok-ზე 12 000-ზე მეტი გამომწერი ყავს. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებს კი ჯამში, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

Fennec Tech Studio-ს მთავარ მიზანს ტექ მიმართულებით კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდით, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 

„აქამდეარ არსებობდა კონტენტი, რომელიც ქართულ ენაზე, არასალექციო ფორმატში, მოყვებოდა ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას, დაფარავდა ტექნოლოგიური პროფესიების დიდ სპექტრს და რაც მთავარია, არ იქნებოდა ერთჯერადი - ანუ ექნებოდა არხის ფორმა.  Fennec Tech Studio იქცა კონტენტის ერთგვარ ბიბლიოთეკად, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია გაეცნო სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ ინფორმაციას“, - განმარტავს YouTube არხის შემქმნელი, მარიამ გაგუა.

 

Fennec Tech Studio-ს ვიდეოებს ძირითადად სამი მიმართულებით შეხვდებით - ტექნოლოგიები, მომავლის პროფესიები და კარიერული განვითარება. YouTube არხმა ვიდეოების სახით გამომწერებს უკვე 20-ზე მეტი ტექნოლოგიური პროფესია გააცნო და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების რჩევები გაუზიარა. სამომავლოდ, არხის შემქმნელები კიდევ უფრო მეტი მიმართულების მოცვასა და ტექნოლოგიური სფეროს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კარიერული გზის პოპულარიზაციას გეგმავენ.

 

ინფორმაციისთვის, 2020 წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930