გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილის განცხადებით, გავრილოვის შემოშვება-არშემოშვების საკითხზე ხატია დეკანოიძემ მის პარტნიორ გიორგი გახარიას უნდა ჰკითხოს

3-02-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვაზე, რატომ შემოუშვეს გავრილოვი საქართველოში, პასუხი გაეცა მის პარტნიორს, გიორგი გახარიას, რომელიც მაშინ სწორედ ამ საკითხებს წყვეტდა.


„ეს ალბათ, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი იქნებოდა და ამომწურავ ინფორმაციას მას ალბათ გიორგი გახარია მიაწვდის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.


მანამდე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა ქვეყანაში შემოსვლაზე რუს ოპოზიციონერ დიმიტრი გუდკოვს, ანალოგიური გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის შემთხვევაშიც.


2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930