14-06-2018
-ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 2018 წელი პოლიტიკურად ძალიან აქტიური იქნება. შეიცვლება როგორც პრემიერი, ისე პრეზიდენტი, ასევა სერიოზული ცვლილებები იქნება მისნისტრთა კაბინეტში.
როგორც ცაგარელმა "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, 2018 წელს პოლიტიკოსები დახოცავენ ერთმანეთს. მისი თქმით, კარგი წელი ექნება დედაქალაქის ახალ მერს კახა კალაძეს, ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას, რომელთათვისაც განსაკუთრებულად წარმატებული წელი უკვე 2018 წელი იქნება.
-საქართველოსთვის როგორი წელი იქნება?
-წინა 2-3 წლისგან განსხვავებით შედარებით სტაბილური იქნება. ცოტა დალაგებისკენ წავალთ, მაგრამ ეს თვალში საცემი იქნება შემდეგი წლის ბოლოსკენ. მაგრამ, სირთულეები იქნება, განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში. სერიოზული ცვლილებები იქნება პრემიერმინისტრით დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული. ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში კარგია. ზოგიერთი გადავა მმართველობის დიქტატორულ ზღვარს, ეს ტენდენციებიც გაუჩნდება. ზოგიერთი ზედმეტად ლიბერალი აღმოჩნდება. ამიტომ იპოვიან თავის ადგილებს, ან მიუჩენენ და დარჩებიან ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკოსები, რომლებიც მეტად შეძლებენ ქვეყნის განვითარებას. 2019 წელი იქნება პირველი სასიკეთო წელიწადი. ჩვენი აღორძინება იწყება 2022 წლიდან. მაგრა, 2019 წელი იქნება პირველი მერცხალი. ამიტომ 2018 წლის ბოლოს ნელ-ნელა უნდა დავლაგდეთ იმ კადრების კუთხით , რომლებიც 2019 წელს შეძლებენ მეტი წარმატების მოტანას.
-დიქტატორული იდეები გაუჩნდებათო, პრემიერს ხომ არ გულისხმობდით?
-არა, პრემიერი შეიცვლება, ისევე როგორც პრეზიდენტი. სულ სხვა სახეები მოვლენ.
-მინისტრთა კაბინეტშიც სერიოზული ცვლილებები იქნება?
-კი. იმიტომ, რომ თხის რქა პოლიტიკის ნიშანია, სადაც ოთხი ბოროტი პლანეტაა. პოლიტიკოსები დახოცავენ ერთმანეთს.
-პრეზიდენტი სხვა პარტიის წარმომადგენელი ხომ არ იქნება?
-არა მგონია სხვა პარტიების განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოვლინდეს. პროცესი წავა ისევ ამ დინებით, უბრალოდ სხვა პიროვნება გახდება.
-ჩვენს პოლიტიკურ ფიგურებს როგორი წელი ექნებათ?
პრემიერს ძალიან გაუჭირდება. დიდი პრობლემებია მოსალოდნელი, კირჩხიბის ზოდიაქოა. კალაძისთვის სავსებით კარგი წელი იქნება, თევზების ზოდიაქოა, ამიტომ წარმატებული იქნება წელს. ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილე სჭირდება, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. მერწყულია და შეცდომები შეიძლება ადვილად მოუვიდეს. პრეზიდენტისთვის შედარებით არაუშავს ამ წელს, პრეზიდენტად ვერ დარჩება, მაგრამ შეიძლება სხვა თანამდებობა მიიღოს, რომელიც მისთვის სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება. გიგი უგულავას საშუალო წელი ექნება. სააკაშვილს ძალიან საინტერესო წელი ექნება. გაცილებით უკეთესი, ვიდრე 2017 წელი იყო. 2019-ში საერთოდ ვარსკვლავური დრო აქვს. ასევე ირაკლი ალასანიასაც. 2018 წელს ნელ-ნელა გამოცოცხლდება, არ არის გამორიცხული, რომ 2018 წელს უკვე თავი შეგვახსენოს, მაგრამ ზღაპრული წელი აქვს 2019 წელს. 2019 მშვიდლოსნებისთვის ძალიან კარგი წელია.