გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ახალი სისხლი მეტ საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტურები ვიყოთ

14-06-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერის გუშინდელი გადაწყვეტილება შეაფასა. კალაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა,  მისივე თქმით, ქვეყანაში  იყო და არის ბევრი გამოწვევაც , რასთან გამკლავებასაც  „ახალი სისხლი“ სჭირდება.

„გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ ვითარებაზე. პარტიის თავმჯდომარეც ესწრებოდა ამ შეხვედრას და მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც  ქვეყანაშია შექმნილი.  რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი იყო,   თუმცა ქვეყანაში  ძალიან ბევრი გამოწვევა რჩება.

რაც შეეხება პრემიერის გადაწყვეტილებას,  მგონია, ახალი სისხლი კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საშუალებას,  ვიყოთ უფრო ეფექტურები და უფრო კარგად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ასე აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930